“ეს კაცი ვარდების ხელიუფლების უშიშროების მინისტრის მოადგილეც იყო”

“თავისუფლების მოედნის” წევრი გიორგი შაიშმელაშვილი:

თანამედროვე ქართული და არა მხოლოდ პოლიტიკური აბსურდი:

– მიხეილ სააკაშვილმა, გენერალური შტაბის უფროსად დანიშნა, საშუალოზე დაბალი გაქანების ოფიცერი – ლევან ნიკოლეიშვილი, მეტსახელად რიჟა.

– მანამდე ეს კაცი ვარდების ხელიუფლების უშიშროების მინისტრის მოადგილეც იყო.
(ტროლები და მათთან გათანაბრებულები ძალიანაც ნუ გაიხარებთ, ეს იყო პერიოდი როცა ახალმოსული ხელისუფლება კადრებს ეძებდა, ნიკოლეიშვილი ოფიცრად არ ვარგა, თუმცა უფროსებს თავი როგორ მოაწონოს კარგად იცის. მოკლედ, ჩავთვალოთ, რომ გაეპარათ და მალევე მოაშორეს. მე პირადად ვთვლი, რომ გენ შტაბის უფროსად ასეთი კადრი რომ “გაგეპარება” ეგაც პრობლემაა, მაგრამ რაც იყო, იყო.

– იმ მომენტში გამოუცდელ ვარდების ხელისუფლებას ვინ ჩივის, ბატონი ლევანი “გამოეპარა” აშშ- ის არმიის ომის კოლეჯსა და ნატოს რომის კოლეჯსაც მიიღეს, დააპურეს და დიპლომიც მისცეს.

– დღეს ბატონი ლევანი ამერიკელებს საქართველოში გადატრიალების მოწყობაში ადანაშაულებს.

– საინტერსოა რომ ის ადამიანი დღემდე იკავებს დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის პროფესორის თანამდებობას.

– ამ აკადემიასთან ჯერ კიდევ თანამშრომლობენ ამერიკლებიც და ევროპელებიც, მათ შორის იმ ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებზეც ბატონი ლევანი ჩვენებაში ლაპარაკობს.

– ვერაფრით ვერ ვხვდები, რომელიმე ქვეყნის ელჩი აკადემიის რექტორს რომ ხვდება რანაირად მიჯნავენ ლევანის და დანარჩენი აკადემიის პოზიციებს, იმ ფონზე როცა აკადემიაში საკადრო პოლიტიკა მთლიანად პარტიულ ერთგულებაზე დგას და არა ვთქვათ აკადემიურ დამსახურებებზე.

ბატონი ლევანი, ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს და ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს მართლა “გაეპარათ”, ქართული ოცნებისგან განსხვავებით, რომლებმაც ეს კაცი სწორედ იმ თვისებების გამო დაიყენეს გვერდში, რომელთა შესახებ მისი კარიერის დასაწყისში ცოტამ თუ იცოდა.

პ.ს. რა ვიცი, რომელიმე ჟურნალისტმა თავდაცვის მინისტრს რომ დაურეკოთ და ჰკითხოთ რას ფიქრობს თანამშრომლის პოზიციებზე, არ იქნება ლოგიკური?