ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ეს ის სკოლაა, რომელიც პარლამენტარ ირაკლი ზარქუას ოჯახის დაფუძნებულმა ,,ლაგი კაპიტალმა'' საძირკველის მშენებლობისთანავე მიატოვა" (ვიდეო)

"ეს ის სკოლაა, რომელიც პარლამენტარ ირაკლი ზარქუას ოჯახის დაფუძნებულმა ,,ლაგი კაპიტალმა'' საძირკველის მშენებლობისთანავე მიატოვა" (ვიდეო)
თქვენ მე მგონი პედაგოგი არ ხართ..'' - მიმართა პარლამენტარმა ზაალ დუგლაძემ პედაგოგს.
✔ ,,მართლა? შეცდომით თქვენ ხართ ამ თანამდებობაზე მე მგონი და დარწმუნებული ვარ, აღარც იქნებით თქვენს თანამდებობაზე '' - უპასუხა პედაგოგმა ზაალ დუგლაძეს.
📌 ხაშურის #4 საჯარო სკოლის პედაგოგებმა ინფრასტრუქტურის ახალ მინისტრს რევაზ სოხაძეს მოსთხოვეს პასუხი, თუ რატომ ვერ აშენდა 5 წელიწადში #4 სკოლა.
👉 ეს ის სკოლაა, რომელიც პარლამენტარ ირაკლი ზარქუას ოჯახის დაფუძნებულმა ,,ლაგი კაპიტალმა'' საძირკველის მშენებლობისთანავე მიატოვა. შესყიდვების სააგენტოს ცნობით, კომპანიის ანგარიშშზე ჩარიცხულია 5.7 მლნ ლარი. საზედამხედველო კომპანია შპს „სამეცნიერო, საპროექტო-ტექნოლოგიური საწარმო ინდუსტრიას“ 2025 წლის 05 თებერვლის დასკვნის მიხედვით, ოთხივე სკოლაში შესრულებულებული სამუშაოების ღირებულება ჯამში 2.01 მლნ ლარს შეადგენს.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.