კახა კალაძის განცხადებით, ირაკლი ზარქუას სიძეს კავშირი არ აქვს კომპანია „ლაგი კაპიტალთან“, რომლის წარმომადგენლებიც დიდი ოდენობით თანხის მითვისებისთვის დააკავეს

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, არანაირი კავშირი არ აქვს „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი ზარქუას სიძეს „ლაგი კაპიტალთან“, რომლის ხელმძღვანელები სახელმწიფოს კუთვნილი 9 მილიონ ლარზე მეტი თანხის თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ბრალდებით დააკავეს.
კახა კალაძის თქმით, აღნიშნული კომპანია წლების განმავლობაში გასხვისებული იყო.
„ტყუით, არასწორი ინფორმაციაა! არანაირი კავშირი არ აქვს ზარქუას სიძეს ამ კომპანიასთან. წლების წლის, ეს კომპანია გასხვისებული იყო და კერძო საკუთრებაში არის. აღნიშნული კომპანია სხვა პიროვნების არის, წლების წინ იყო გასხვისებული“,-აღნიშნა კალაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საქართველოს რეგიონებში სკოლებისა და ბაღების მშენებელი კომპანია „ლაგი კაპიტალის“ ხელმძღვანელები სახელმწიფოს კუთვნილი 9 მილიონ ლარზე მეტი თანხის თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ბრალდებით დააკავა.
მოგვიანებით, ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელდა ინფორმაცია რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატის ირაკლი ზარქუას სიძე, ალექსანდრე ამისულაშვილი წლების წინ „ლაგი კაპიტალს“ ფლობდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს