ეს ზურიკოს გუნდისთვის კარგია – საპასუხო მატჩი ცარიელ სტადიონზე ჩატარდება

პლეი-ოფის პირველ მატჩში ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“ საკუთარ მოედანზე „ნიცას“ ფრედ ეთამაშა (0:0), საპასუხო შეხვედრა კი „ალიანც რივიერაზე“ ცარიელ სტადიონზე ჩატარდება.
სადისციპლინო კომისიამ ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს გამოიტანა. მიზეზი ისაა, რომ „მეცთან“ შეხვედრის შემდეგ „ნიცას“ გულშემატკივრებმა სტადიონზე არეულობა მოაწყვეს.
„ნიცას“ მომავალი ორი დაპირისპირებისას გულშემატკივრებს სტადიონზე დასწრება აეკრძალათ, ხოლო გუნდს ახალ სეზონში 1 ქულა ჩამოაკლდება.
„ნიცა“ ვერდიქტს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაასაჩივრებს და თუ შედეგს ვერ მიაღწია, სარჩელს ადმინისტრაციულ სასამართლოში შეიტანს. თუმცა, თამაშამდე ორი დღეა დარჩენილი და ძნელად სავარაუდოა დადებითი პასუხის მიღებას მიაღწიოს.