დავითაშვილის “სენტ-ეტიენმა” “ნიცას” ვერ მოუგო – ყველაფერი 29 მაისს გადაწყდება

პლეი-ოფის პირველ მატჩში „სენტ-ეტიენი“ საკუთარ მოედანზე „ნიცას“ ფრედ ეთამაშა – 0:0.
პირველ ტაიმში ბევრი იყო ბრძოლა, მომენტები საერთოდ არ შექმნილა. შესვენების შემდეგ მასპინძლები შედარებით გააქტიურდნენ, დავითაშვილი მცველს გასცდა, დაარტყა, მაგრამ კარს ააცილა, ბოაკიემაც ვერ უწია მიზანს და ნაკლებად სანახაობრივი დაპირისპირება უგოლოდ დასრულდა.
ქართველმა 90+1-ე წუთამდე ითამაშა – შეფასებები: Sofascore 6.4, Flashscore 5.6.
ზურიკოს ანგარიშზე ამ სეზონში ყველა ტურნირზე 32 მატჩში 15 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.
ნებისმიერ შემთხვევაში დავითაშვილი კარგ გუნდში გააგრძელებს კარიერას, რამეთუ მისი სამსახურით რამდენიმე კლუბია დაინტერესებული და „სენტ-ეტიენი“ ქართველს 15 მილიონ ევროზე ნაკლებად არ შეელევა.
საპასუხო შეხვედრა 29 მაისს ჩატარდება.
სენტ-ეტიენი. „ჟოფრუა გიშარი“
სენტ-ეტიენი – ნიცა 0:0