ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ეს დემოკრატიისთვის უკან გადადგმული უდიდესი ნაბიჯია – ესტონეთის საგარეო NGO-ების ანგარიშების დაყადაღებაზე

ეს დემოკრატიისთვის უკან გადადგმული უდიდესი ნაბიჯია – ესტონეთის საგარეო NGO-ების ანგარიშების დაყადაღებაზე

“ეს დემოკრატიისთვის უდიდესი უკან გადადგმული ნაბიჯია” – ასე ეხმაურება ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშების დაყადაღებას.
ესტონეთის საგარეოს განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშების დაყადაღება “მოქალაქეებზე პირდაპირი დარტყმაა”.
საქართველოს მთავრობამ 7 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები დააყადაღა. ეს დემოკრატიისთვის უდიდესი უკან გადადგმული ნაბიჯია – და პირდაპირი დარტყმაა მოქალაქეებზე, რომლებიც დამოკიდებული არიან მათ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სამუშაოზე. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს არსებითი მნიშვნელობა აქვთ უფლებების დაცვისთვის, საზოგადოებების მხარდაჭერისთვისა და ხალხისთვის ხმის მიცემისთვის,” – წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ, ვატო შაქარაშვილის ორგანიზაციის საჩივრის საფუძველზე და პროკურატურის შუამდგომლობით, 7 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები დააყადაღა.
არასამთავრობო ორგანიზაციებს 2024 წლის ბოლოს საპროტესტო აქციების „დაფინანსებას“ ედავებიან „საბოტაჟის საქმის“ ფარგლებში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.