ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშების დაყადაღებაზე – ეს დემოკრატიისთვის უდიდესი უკან გადადგმული ნაბიჯია და პირდაპირი დარტყმაა მოქალაქეებზე

საქართველოს მთავრობამ შვიდი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები დააყადაღა, ეს დემოკრატიისთვის უდიდესი უკან გადადგმული ნაბიჯია. ამის შესახებ განცხადებას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
“საქართველოს მთავრობამ 7 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები დააყადაღა. ეს დემოკრატიისთვის უდიდესი უკან გადადგმული ნაბიჯია – და პირდაპირი დარტყმაა მოქალაქეებზე, რომლებიც დამოკიდებული არიან მათ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სამუშაოზე.
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს არსებითი მნიშვნელობა აქვთ უფლებების დაცვისთვის, საზოგადოებების მხარდაჭერისთვისა და ხალხისთვის ხმის მიცემისთვის”, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”