მეუფე ნიკოლოზი – ადამიანს უთხრა, რომ შენ 70 წლის ხარ და შენი პატრიარქობა ამის გამო არ შეიძლება, მგონია, რომ არ შეიძლება

ადამიანს უთხრა, რომ შენ 70 წლის ხარ და შენი პატრიარქობა ამის გამო არ შეიძლება, მგონია, რომ არ შეიძლება, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, წმინდა სინოდის მორიგი სხდომა „როგორც საქმე მოიტანს, ისე დაინიშნება“.

„თავიდან ითქვა, რომ 24 აპრილს ყოფილიყო, პატრიარქის გარდაცვალების მე-40 დღის წინა დღეს, მაგრამ მერე ისიც ითქვა, რომ ძალიან იცვლება გარემოებები. ეს რომ გვეთქვა, ამ ნათქვამის ტყვეობაში ვიქნებოდით და რა საჭიროა. როგორც საქმე მოიტანს, ისე დაინიშნება. ვეცდებით, რომ არ დავარღვიოთ… [ასაკს რაც შეეხება] ადამიანს უთხრა, რომ შენ 70 წლის ხარ და შენი პატრიარქობა ამის გამო არ შეიძლება, მგონია, რომ არ შეიძლება… იმ შემთხვევაში, თუ კომისიის რომელიმე წევრი კანდიდატად დასახელდება, ის შემდეგ კომისიის წევრი აღარ იქნება და ჩანაცვლდება სხვა მღვდელმთავრით“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ამასთან, მიტროპოლიტმა ისაუბრა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლეზე და აღნიშნა, რომ ის აბსოლუტურად უნაკლო და უზადო იყო.

„ბუნებრივია, რომ განსხვავებული ფორმატით მოვისმენდით. ვესაუბრე მეუფე შიოსაც. ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად უნაკლო და უზადო იყო, კარგად იყო ჩამოყალიბებული აღდგომის ღვთისმეტყველება და ერთი ზედმეტი სიტყვა არ იყო. ძირითადად პატრიარქის შესახებ იყო“ – აღნიშნა მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა, რომლის კომენტარსაც „ტვ პირველი“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?