ეს ინიშნება მიხეილ ყაველაშვილის და ირაკლი კობახიძის თანახელმოწერით, რასაც 4 პარტია აცხადებს არალეგიტიმურად, უწევთ ჩვენს მიერ დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობა, მათთვის ტრაგიკულია ეს ყველაფერი

ეს ინიშნება მიხეილ ყაველაშვილის და ირაკლი კობახიძის თანახელმოწერით, რასაც 4 პარტია აცხადებს არალეგიტიმურად, უწევთ ჩვენს მიერ დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობა, მათთვის ტრაგიკულია ეს ყველაფერი
რადიკალური ოპოზიცია დგას ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში“ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, თუ ისინი თვითმმართველობის ორგანოებში, საკრებულოებშიც არ იქნებიან წარმოდგენილნი, ამ შემთხვევაში, დადგებიან პოლიტიკიდან გაქრობის რისკის წინაშე.
„რადიკალური ოპოზიცია დგას ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე. კიდევ ერთხელ გარისკეს და არ შემოვიდნენ პარლამენტში, შევუწყვიტეთ მანდატები, ანუ ვერ გაათამაშეს ოთხი წლის წინანდელი სცენარი, რადგან დღეს სხვა მდგომარეობაა, ვიდრე იყო მაშინ. თუ ისინი თვითმმართველობის ორგანოებში, საკრებულოებშიც არ იქნებიან წარმოდგენილნი, ამ შემთხვევაში, დგანან პოლიტიკიდან გაქრობის რისკის წინაშე.
ამას ემატება ჩვენი ინიციატივა, რომელიც უკავშირდება საგამოძიებო კომისიას, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას და ამ თვალსაზრისითაც რაღაც შეღავათი სჭირდებათ პოლიტიკურ პარტიებს. შესაბამისად, მათი პატრონები ალბათ იზრუნებენ ამ პარტიებზე.
მე მგონია, რომ ოთხივე რადიკალური პარტია – „ნაცმოძრაობა“, „ახალი“, „ლელო“ და გახარიას პარტია დაეწყობიან და არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას, აგვისტოში წარადგენენ საკუთარ სიებს. რა თქმა უნდა, შანსები არ აქვთ, ჩვენი მარტივი მიზანია, 64 მერი და 64 საკრებულო, ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ. შესაბამისად, დიდი შანსები არ აქვთ, მაგრამ მათთვის, რა თქმა უნდა, სერიოზული პრობლემა იქნება, თუ საერთოდ არ იქნებიან საკრებულოებში წარმოდგენილნი. ამიტომ ჩემი პროგნოზი ასეთია – დაეწყობიან და ოთხივე პარტია მიიღებს მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. მათთვის ეს მძიმეა, ვინაიდან მთელი კამპანია ააწევინეს, რომ ხელისუფლება არალეგიტიმურია და ა.შ. ეს არჩევნები ინიშნება მიხეილ ყაველაშვილის და ირაკლი კობახიძის თანახელმოწერით, რასაც ეს 4 პარტია აცხადებს არალეგიტიმურად. წარმოიდგინეთ, უწევთ ჩვენს მიერ დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობა. მათთვის, რა თქმა უნდა, ტრაგიკულია ეს ყველაფერი, მაგრამ მოუწევთ ამ ტრაგიკული ნაბიჯის გადადგმა, ვინაიდან შეიძლება მეორე ნაბიჯი უფრო ტრაგიკული იყოს,“- განაცხადა პრემიერმა.
Next: მსოფლიოს 200 ქვეყნიდან 100-მდე ქვეყანას გაცხადებული ავტოკრატიული მმართველობა აქვს, ასეთ სახელმწიფოებთან თანამშრომლობენ და საქართველოთი არის თურმე ყველა გაოცებული და სანქციებს აწესებენ

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება