თეონა აქუბარდია – დამოუკიდებლობის აღდგენის ზეიმი კობახიძის გარეშე შედგება – ამ დღესაც გავაგრძელებთ ქვეყნის დამოუკიდებლობის დაცვას, რადგან თუ ვინმე საქართველოს სუვერენიტეტს ემუქრება, ეს სწორედ ირაკლი კობახიძის ე.წ. დაჯგუფებაა

ვინმე თუ ემუქრება საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და კონსტიტუციურ არჩევანს, ეს არის სწორედ ირაკლი კობახიძის ე.წ. დაჯგუფება, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა თეონა აქუბარდიამ „პალიტრანიუსს“ განუცხადა.
როგორც ის განმარტავს, 26 მაისის აღლუმი ირაკლი კობახიძის გარეშე შედგება.
„ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობასთან და სუვერენიტეტთან არავითარი კავშირი არ აქვს, რასაც ისიც მოწმობს, რომ საოკუპაციო ხაზთან ის არასდროს გასულა თანამდებობრივი ვალდებულების მიუხედავად, ისევე როგორც 26 მაისის აღლუმს წლების წინ, პირადი მიზნებისთვის განერიდა, ყველას ძალიან კარგად გვახსოვს ეს. შესაბამისად, კობახიძის გარეშე შედგება რა თქმა უნდა, დამოუკიდებლობის აღდგენის ზეიმი, რადგან ეს არის საერთო, სახალხო ზეიმი და ამ დღესაც ისევე, როგორც აქამდე, გავაგრძელებთ ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის დაცვას, რადგან ვინმე თუ ემუქრება საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და კონსტიტუციურ არჩევანს, ეს არის სწორედ ირაკლი კობახიძის ე.წ. დაჯგუფება, რომელიც ამ ქვეყნის დამოუკიდებლობას, დემოკრატიას და ევროპულ მომავალს ძირს უთხრის“, – განაცხადა აქუბარდიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან