„ნაცმოძრაობის“ მედიის წარმომადგენლების, ასევე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდან გიორგი კალანდარიშვილთან დაკავშირებით გუშინ მომხდარ მძიმე ინციდენტზე აჟიტირებული კომენტარები არის ორმაგი სტანდარტი

„ნაცმოძრაობის“ მედიის წარმომადგენლების, ასევე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდან გიორგი კალანდარიშვილთან დაკავშირებით გუშინ მომხდარ მძიმე ინციდენტზე აჟიტირებული კომენტარები არის ორმაგი სტანდარტი
გიორგი კალანდარიშვილთან დაკავშირებით გუშინ მომხდარ მძიმე ინციდენტზე ვიხილე აჟიტირებული კომენტარები, როგორც „ნაცმოძრაობის“ კუთვნილი მედიის წარმომადგენლების, ასევე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდან, ეს არის ორმაგი სტანდარტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გამოძიება ყველაფერზე არის დაწყებული.
„ყველა საქმეზე დაწყებულია გამოძიება. რაც შეეხება კალანდარიშვილის შემთხვევას, გუშინდელ მძიმე ინციდენტს, მე ვიხილე აჟიტირებული კომენტარები, როგორც „ნაცმოძრაობის“ კუთვნილი მედიის წარმომადგენლების მხრიდან, ასევე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, მათი აქტივისტების მხრიდან ამ ძალადობრივ აქტთან დაკავშირებით.
რასაც თესენ, იმას ხანდახან იმკიან ხოლმე, თუმცა გამოძიება ყველაფერზე არის დაწყებული. ორმაგი სტანდარტი არის სწორედ ეს. როცა ზურა-გირჩი ჯაფარიძე „იმედის“ ერთ-ერთ ჟურნალისტთან ტიროდა იმასთან დაკავშირებით, რომ გამოძიებები არ არის დასრულებული და მეორე მხრივ, ეს ადამიანები არიან აჟიტირებული ძალადობრივი აქტის გამო, სწორედ ეს არის ორმაგი სტანდარტი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – როგორც ირაკლი ღარიბაშვილის, ისე მისი ოჯახის უსაფრთხოება არის დაცული, სახელმწიფოს აქვს პასუხისმგებლობა, დაიცვას საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება და ამ შემთხვევაშიც უსაფრთხოება დაცულია, ამიტომ, ჩემთვის გაუგებარია განცხადება, რაც გუშინ გამოქვეყნდა

ირაკლი კობახიძე – ჩვენთვის აფხაზეთის მოსახლეობა არის ჩვენი მოსახლეობა – როგორც ქართული, ისე აფხაზური ნაწილი, შესაბამისად ნდობის აღდგენა არის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა. მთლიანად აფხაზეთის მოსახლეობას ჰქონდა სერიოზული ჰუმანიტარული პრობლემა და ეს ჰუმანიტარული პრობლემა გადაიჭრა ჩვენი წყალობით