ეს არის უკრაინის გამარჯვება, ეს არის სრულიად ევროპის გამარჯვება – გამარჯვება, რომელიც გვაძლევს მოტივაციას, შთაგვაგონებს და გვაძლიერებს – ზელენსკი

“ეს არის უკრაინის გამარჯვება. ეს არის სრულიად ევროპის გამარჯვება. გამარჯვება, რომელიც გვაძლევს მოტივაციას, შთაგვაგონებს და გვაძლიერებს” – ასე გამოეხმაურა ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის შესახებაც შარლ მიშელმა რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში დაწერა.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ევროპულ საბჭოს დისტანციურად მიმართა, სადაც მოუწოდა არ დაეღალატებინათ უკრაინელი ერი, რომელსაც ევროპის სჯერა.
ცნობისთვის, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვატო შაქარიშვილი: გიორგი გველესიანმა მწარე რეალობას შეაჯახა ისინი, ვინც დაიჯერა, რომ უმცირესობამ მოახერხა უმრავლოსებაზე სამუდამოდ გაბატონება – მან გაიხსენა ვითარება, როდესაც შიგევროპელები ცნობადი სახეებისგან „შიგევროპელობის“ საჯარო დადასტურებას ითხოვდნენ