ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ზელენსკი უკრაინისთვის და ევროპისთვის "გამარჯვებას" უწოდებს ევროკავშირის გადაწყვეტილებას გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყებაზე

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიესალმა ევროკავშირის ლიდერების მიერ 14 დეკემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას კიევთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყებაზე და მას უწოდა "გამარჯვება" მისი ქვეყნისთვის და ევროპისთვის.
"ეს არის გამარჯვება უკრაინისთვის. გამარჯვება მთელი ევროპისთვის. გამარჯვება, რომელიც მოტივაციას გვაძლევს, შთაგვაგონებს და გვაძლიერებს" - წერს ზელენსკი პლატფორმაზე X.
საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა.
ევროკავშირის მხრიდან უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყების გადაწყვეტილების მიღება ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა გამოაცხადა პლატფორმაზე X.
ევროკავშირი მოლაპარაკებას დაიწყებს ბოსნია-ჰერცეგოვინასთანაც, "როგორც კი დაკმაყოფილებული იქნება წევრობის კრიტერიუმების აუცილებელი ხარისხი" - წერს შარლ მიშელი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.