არქივი16 მარტი, 2026, 14:20
,, ესტონელებს ყოველთვის აღელვებდათ ქართველი ხალხის მომავალი, ყველა დონეზე ვუჭერდით მხარს, რათა ხალხს მიეღო ის, რაც სურდა” – მარგუს ცაჰკნა
6
ესტონელებს ყოველთვის ძალიან აღელვებდათ ქართველი ხალხის მომავალი. ჩვენ ყველა დონეზე ძალიან ვუჭერდით მხარს, რათა ქართველ ხალხს მიეღო ის, რაც სურდა – ევროკავშირში გაწევრიანება, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ განაცხადა.
ცაჰკნას თქმით, დღეს ამაზე აღარც კი საუბრობენ.
„ჩვენ ვსაუბრობთ დემოკრატიაზე, ვსაუბრობთ გადარჩენის გზებზე, ამიტომ ღრმად ვართ შეშფოთებული საქართველოში მიმდინარე მოვლენებით“, – განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ.
თეგები: მარგუს ცაჰკნა
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.