არქივი30 ნოემბერი, 2024, 22:08
“ესტონეთი ქართველი ხალხისადმი მტკიცე მხარდაჭერას ადასტურებს” – ალან კარისი სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა

ესტონეთის პრეზიდენტსა და საქართველოს პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა – ალან კარისმა სალომე ზურაბიშვილს გამძლეობა უსურვა და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისადმი ესტონეთის ურყევი მხარდაჭერა კვლავ დაადასტურა.
ესტონეთი ქართველი ხალხისადმი და მათი მისწრაფებებისადმი, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, კიდევ ერთხელ ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას. მე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს სატელეფონო საუბრის დროს გამძლეობა ვუსურვე”, – წერს ესტონეთის პრეზიდენტი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.