ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მაია სანდუ სალომე ზურაბიშვილს ტელეფონით ესაუბრა

მაია სანდუ სალომე ზურაბიშვილს ტელეფონით ესაუბრა

მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ტელეფონით ესაუბრა.
მაია სანდუ X-ზე წერს, რომ საუბრისას ქართველი ხალხისადმი სოლიდარობა გამოხატა და, ასევე - აღფრთოვანება მათი გამბედაობით, რითაც დემოკრატიასა და ევროპულ გზას იცავენ.
"ახლახან ვესაუბრე სალომე ზურაბიშვილს. გამოვხატე მოლდოვის სოლიდარობა ქართველი ხალხის მიმართ და ჩემი პირადი აღფრთოვანება მათ გამბედაობაზე, დემოკრატიისა და ევროპული გზის დასაცავად.
მოლდოველებსა და ქართველებს აქვთ მისწრაფება მშვიდობიანი, აყვავებული მომავლისკენ ევროკავშირში", - წერს მაია სანდუ.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.