არქივი16 ნოემბერი, 2023, 14:13
ესპანეთში პოლიციამ, FBI-მ და ინტერპოლმა ე.წ. ქართული მაფიის 30-ზე მეტი წევრი დააკავა
ესპანური მედიის ცნობით, ადგილობრივი პოლიციის, აშშ-ს გამოძიების ფედერალურ ბიუროსა (FBI) და ინტერპოლის მიერ ესპანეთში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად ე.წ ქართული მაფიის 30-ზე მეტი წევრი დააკავა.
მათივე მითითებით, ქართული კრიმინალური ორგანიზაციის ძირითადი საქმიანობა საცხოვრებელი სახლების ძარცვა და ფულის გათეთრება იყო.
სპეცოპერაციაში 350-ზე მეტი პოლიციელი იყო ჩართული, რომელთაც 30-ზე მეტი ჩხრეკის ოპერაცია ჩაატარეს ქალაქ ბარსელონასა და მის შემოგარენში.
ჩატარებულ ოპერაციას "Shodka" უწოდეს, რაც სლავური სიტყვაა და არყის თანხლებით წარმართულ მეგობრულ შეხვედრებს ნიშნავს.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.