მასშტაბური სპეცოპერაცია ესპანეთში ქართული მაფიის წინააღმდეგ – მედიის ინფორმაციით, დაკავებულია დანაშაულებრივი დაჯგუფების 30-ზე მეტი წევრი

მასშტაბური სპეცოპერაცია ესპანეთში, ქართული მაფიის წინააღმდეგ – ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებულია დანაშაულებრივი დაჯგუფების 30-ზე მეტი წევრი. ჩხრეკა ათობით ლოკაციაზე ჩატარდა.
საპოლიციო ღონისძიებაში, ესპანეთის ეროვნულ გვარდიასთან ერთად, ჩართული იყო ამერიკის ფედერალური ბიურო და ინტერპოლი.
გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულის ძირითადი ეპიცენტრი იყო ბარსელონა, თუმცა სპეცოპერაციები ჩატარდა ესტეპონაში, მარბელსა და ალიკანტეშიც.
მასშტაბურ სპეცოპერაციაში პოლიციის 350-ზე მეტი აგენტი მონაწილეობდა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო