ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ესპანეთი, ნორვეგია და ირლანდია პალესტინას სახელმწიფოდ აღიარებენ

პალესტინას სახელმწიფოდ აღიარებს გაეროს წევრი კიდევ სამი ქვეყანა - ესპანეთი, ნორვეგია და ირლანდია. დღეს, 22 მაისს გამოცხადებული გადაწყვეტილება ძალაში ოფიციალურად 28 მაისიდან შევა.
ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტიორეს განცხადებით, რომ ომმა ღაზაში ნათლად აჩვენა, რომ მშვიდობის და სტაბილურობის მიღწევა პალესტინის საკითხის გადაწყვეტას უნდა ეფუძნებოდეს.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის თქმით პალესტინას სახელმწიფოდ აღიარებენ მშვიდობის, ერთიანობის და სამართლიანობის მიზნით და ეს გადაწყვეტილება არ არის მიმართული ისრაელის ხალხის წინააღმდეგ და ჰამასის სასარგებლოდ.
ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა საიმონ ჰარისმა განაცხადა, რომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარება მყარი მშვიდობისკენ გადადგმული ნაბიჯია.
პალესტინა სახელმწიფოდ აღიარებული ჰყავს გაეროს წევრ 130-ზე მეტ ქვეყანას.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.