ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ესპანეთი, ნორვეგია და ირლანდია პალესტინას სახელმწიფოდ აღიარებენ

ესპანეთი, ნორვეგია და ირლანდია პალესტინას სახელმწიფოდ აღიარებენ. როგორც საერთაშორისო მედია წერს, ესპანეთი პალესტინას სახელმწიფოდ 28 მაისს აღიარებს. როგორც პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ესპანეთს პალესტინის აღიარებისთვის მრავალი მიზეზი აქვს.
„ჩვენ პალესტინის აღიარებას მრავალი მიზეზით ვაპირებთ და ეს ყველაფერი შეგვიძლია სამ სიტყვაში შევაჯამოთ – მშვიდობა, სამართლიანობა და თანმიმდევრულობა. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ორი სახელმწიფოს პრინციპი დაცული იყოს და უნდა არსებობდეს უსაფრთხოების ორმხრივი გარანტიები. მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარემ აწარმოოს სამშვიდობო მოლაპარაკებები და სწორედ ამ მიზეზით, ჩვენ ვაღიარებთ პალესტინას“, – განაცხადა სანჩესმა.
ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, იუნას გარ სტორეს განცხადებით, პალესტინას ფუნდამენტური უფლება აქვს იყოს დამოუკიდებელი სახელმწიფო და აღიარების გარეშე ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამკვიდრება ვერ მოხდება.
ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა საიმონ ჰარისმა განაცხადა, რომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარება მყარი მშვიდობისკენ გადადგმული ნაბიჯია.
პალესტინა სახელმწიფოდ აღიარებული ჰყავს გაეროს წევრ 130-ზე მეტ ქვეყანას.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.