ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩისთვის ემზადება

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩისთვის ემზადება. 24 ივნისს, ჩვენმა გუნდმა ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე სრული შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში ჩაერთო ოთარ კიტეიშვილიც, რომელმაც ტრავმის გამო ჯგუფური ეტაპის ორი შეხვედრა გამოტოვა.
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი შეხვედრა ხვალ, 23 საათზე გაიმართება. დღეს კი ჩანიშნულია პრესკონფერენცია, სადაც მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი ერთ-ერთ ფეხბურთელთან ერთად ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებს. 2 მატჩის შემდეგ ეროვნული ნაკრები 1 ქულით ჯგუფში მეოთხე ადგილზეა, ჯგუფიდან გასასვლელად კი „ჯვაროსნებს“ პორტუგალიის დამარცხება სჭირდებათ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.