ევრო 2024 | ნაკრები პორტუგალიასთან მატჩისთვის ემზადება
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩისთვის ემზადება.
24 ივნისს, ვილი სანიოლის გუნდი ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე დახურულ ვარჯიშს გამართავს.
25 ივნისს, ცენტრალური ევროპის დროით 13:45 საათზე, საქართველო - პორტუგალიის მატჩისწინა პრესკონფერენცია შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე, არენა აუფ შალკეზე გაიმართება. პრესკონფერენციის შემდეგ, 18:00 საათზე, ჩვენი გუნდის მატჩისწინა ვარჯიშს ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე ჩაატარებს. აკრედიტებული მედიისთვის ვარჯიშის პირველი 15 წუთი ღია იქნება, 17:15-დან იმუშავებს შერეული ზონა. (Mixedzone)
25 ივნისის განრიგი (ცენტრალური ევროპის დროით)
13:45 - საქართველოს ნაკრების მატჩისწინა პრესკონფერენცია (გელზენკირხენი, არენა აუფ შალკე)
nakrebi.ge
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.