ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია“ – გახარია ზურაბიშვილის პრემიერობაზე

„ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია“ – გახარია ზურაბიშვილის პრემიერობაზე

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ამბობს, რომ მისი და გუნდის მოსაზრებით, სალომე ზურაბიშვილის პრემიერ-მინისტრობა, არსებულ ვითარებაში, ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია.
გახარიამ ეს განცხადება „პალიტრანიუსის“ ეთერში გააკეთა. ყოფილ პრემიერს ჰკითხეს, რამდენად განიხილავს ზურაბიშვილის კანდიდატურას პრემიერ-მინისტრის პოსტზე, რაზეც გახარიამ უპასუხა:
„ეს საკითხი განხილვის საგანი არ ყოფილა. მოგეხსენებათ, რომ სალომე ზურაბიშვილი არის პრეზიდენტი. პრეზიდენტის ინსტიტუტს ჩვენ ყოველთვის პატივს ვცემდით. ასე მარტივად არ ხდება, მისი ნებაც გასათვალისწინებელია. არ ვიცი, მას უნდა თუ არ უნდა, მაგრამ [ოპოზიციაში] ამ იდეაზე მსჯელობა არ ყოფილა. ჩემი და ჩემი პოლიტიკური გუნდის შეფასებაა, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო და მუშა ვარიანტია“.
მისივე თქმით, დღეისთვის საქართველოს მთავარი ამოცანაა ევროინტეგრაციის პროცესის განახლებაა, „ამ მიზნის მისაღწევად კი დღევანდელი პრეზიდენტი ყველაზე შესაფერისი ფიგურაა“.
თავად სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ჰყავს ტექნიკური მთავრობის (რომელიც ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში მისი ქართული ქარტიის მიხედვით უნდა ჩამოყალიბდეს) პრემიერობის კანდიდატი, თუმცა სხვა დეტალებს არ ასაჯაროებს.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.