ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სვიმონ ჯანგულაშვილი: ეს არის ყველაზე საუკეთესო ხელისუფლება, რაც ბოლო ერთი საუკუნის განმავლობაში ჰყოლია საქართველოს

სვიმონ ჯანგულაშვილი: ეს არის ყველაზე საუკეთესო ხელისუფლება, რაც ბოლო ერთი საუკუნის განმავლობაში ჰყოლია საქართველოს

ეს არის ყველაზე საუკეთესო ხელისუფლება, რაც ბოლო ერთი საუკუნის განმავლობაში ჰყოლია საქართველოს, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ თავისუფლების მოედნიდან ჩართვისას საზოგადოება „ქართულის“ თანადამფუძნებელმა სვიმონ ჯანგულაშვილმა.

„ამ პოლიტიკურ ძალას მხარს უჭერს ქართველთა უმრავლესობა და მათ შორის მეც იმის გამო, რომ ისინი არიან ჰუმანისტები. რა თქმა უნდა, იდეალური ხელისუფლება არ არსებობს, მაგრამ ეს არის ყველაზე საუკეთესო ხელისუფლება, რაც ბოლო ერთი საუკუნის განმავლობაში ჰყოლია საქართველოს. ისინი არიან საქართველოს ევროპული ინტეგრაციისათვის მშრომელები და იმავდროულად ჩვენი ეროვნული, ტრადიციული ღირებულებების დამცველები. მით უმეტეს, დღეს, როდესაც გარშემო ასეთი ომი და არეულობა არის, ეს ძალა აღმოჩნდა ერთადერთი, ვინც გადაბმული მშვიდობის მრავალწლიანი ეტაპი მოიტანა ჩვენს ცხოვრებაში.

მეორე მხარეს სამწუხაროდ, არიან მკვლელები, ხალხის მწამებლები, სადისტები, ადამიანები, ვინც ძალაუფლების გამო მზად არიან, ილია ჭავწავაძის ტერმინს თუ გამოვიყენებთ, ბეზღობა, ცილისწამება გაუწიონ საკუთარ სამშობლოს, მოიმხრონ უცხოეთიდან ძლიერნი, ვისაც შეუძლია ზემოქმედება ჩვენი ქვეყნის ბედზე. ოღონდ თვითონ დაიბრუნონ ძალაუფლება, ოღონდ ჩვენი ქვეყანა ისევ გახდეს მათი სახრავი, ამის გამო ისინი მზად არიან, ყველაფერზე წავიდნენ”, - განაცხადა სვიმონ ჯანგულაშვილმა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.