პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაიჭრა ხერსონის ოლქზე განხორციელებული შეტევისას

ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაიჭრა ხერსონის ოლქში, რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული შეტევისას. ინფორმაციას ოლქის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათი ცნობით, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში, ხერსონის ოლქის მიმართულებით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა 264 ჭურვი გაუშვეს.
ხერსონის ოლქის ადმინისტრაციის უფროსის, ალექსანდრ პროკუდინის განცხადებით, ქალაქ ხერსონის მიმართულებით რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა 19 ჭურვი ისროლეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 დეკემბერი 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.