"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - "ქართული ოცნება“ აგრძელებს ძალადობის კამპანიას, რომელიც ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით საზოგადოებაში შიშის დანერგვას ემსახურება
"ქართული ოცნება“ აგრძელებს ძალადობის კამპანიას, რომელიც ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით საზოგადოებაში შიშის დანერგვას ემსახურება , - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადებაში "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა" გმობს "ყოველგვარ თავდასხმას ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე".
“ქართული ოცნების ძალადობრივი კამპანია მხოლოდ მათ მოახლოებულ მარცხს ადასტურებს და აძლიერებს ჩვენს რწმენას, რომ ცვლილებები აუცილებელი და გარდაუვალია!
ერთიანობით ჩვენ დავიბრუნებთ ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას საქართველოს თითოეული მოქალაქის საკეთილდღეოდ!", - წერია განცხადებაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.