"ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა" - ვგმობთ "ქართული ოცნების“ ძალადობას
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ გმობს „ქართული ოცნების ძალადობას.“
პარტიის განცხადებაში ნათქვამია, რომ “ქართული ოცნება“ აგრძელებს ძალადობის კამპანიას, რომელიც ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით საზოგადოებაში შიშის დანერგვას ემსახურება.
"ვგმობთ ყოველგვარ თავდასხმას ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე.
“ქართული ოცნების” ძალადობრივი კამპანია მხოლოდ მათ მოახლოვებულ მარცხს ადასტურებს და აძლიერებს ჩვენს რწმენას, რომ ცვლილებები აუცილებელი და გარდაუვალია!", - ნათქვამია განცხადებაში.
ერთიანობით ჩვენ დავიბრუნებთ ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას საქართველოს თითოეული მოქალაქის საკეთილდღეოდ!“- წერია განცხადებაში
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.