ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კოპენჰაგენის მერს შეხვდნენ

ოზურგეთის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თათია ნიკოლაშვილი და თბილისის საკრებულოს წევრი ბარბარა ჯიმელი დანიაში, კოპენჰაგენში, კოპენჰაგენის მერს, მია ნეიგარდს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას “ნაციონალური მოძრაობა” ავრცელებს.
თათია ნიკოლაშვილის თქმით, დანიაში, სამუშაო ვიზიტისას შეხვდნენ კოპენჰაგენის მერს, Mia Nyegaard, რომელმაც თავისი გამოცდილება გაუზიარა, ასევე, ეწვივნენ სხვადასხვა მუნიციპალურ საკრებულოს, სადაც საერთაშორისო შეხვედრები ჩატარდა და გაეცნენ ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობაში ქალების წვლილს და მათ გამოწვევებს.
„ვიმყოფებით დანიაში, დემოკრატიულ, სახალხო ფესტივალზე, ბორნჰოლმის კუნძულზე. პროექტი ხორციელდება მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის (EECMD) მიერ, დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტის (DIPD) მხარდაჭერით. პროექტი პარალელურ რეჟიმში ხორციელდება საქართველოსა და ექვს ქვეყანაში და მიზნად ისახავს ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობისა და გავლენის ზრდას გლობალურადა“, - განაცხადა ნიკოლაშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.