თინა ბოკუჩავამ „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებთან პირველი შეხვედრა გამართა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალმა თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ, პარტიის ცენტრალურ ოფისში ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებთან პირველი შეხვედრა გამართა.
ამის შესახებ ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი ახალგაზრდების როლს ევროინტეგრაციის გზაზე, მათ ჩართულობას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამომავლო გეგმებს შეეხებოდა.
„დღეს შევხვდით ახალგაზრდებს. ეს იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან საინტერესო შეხვედრა რადგან ვფიქრობ, რომ იმ გამარჯვებაში, რომელიც ერთად უნდა მოვიპოვოთ ახალგაზრდებს აქვთ განსაკუთრებული როლი. მათ შორის ის, რომ მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს თავის ღირსეულ ადგილს ევროპაში, ეს მეტწილად სწორედ ახალგაზრდების დამსახურებაა. ამიტომ ჩემი უმთავრესი პრიორიტეტი სწორედ ის არის, რომ მაქსიმალურად გავააქტიუროთ და მოვაბილიზოთ ახალგაზრდები, მათ შორის საარჩევნოდ იმისთვის, რომ ეს საპროტესტო მუხტი საბოლოო ჯამში არჩევნებში გამარჯვებაში კონვერტირდეს”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ