ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაცია დანიის კონსერვატიული პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციას მასპინძლობს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაცია დანიის კონსერვატიული პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციას მასპინძლობს.
ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივნის, იგორ ნარმანიას განცხადებით, გაიმართა პანელური დისკუსია, რომლის ფარგლებშიც „მიხეილ სააკაშვილის უკანონო პატიმრობის საკითხი“ განიხილეს.
„როგორც იცით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაცია მასპინძლობს დანიის კონსერვატიული პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციას. ვიზიტის ფარგლებში ჩვენ გავმართეთ პანელური დისკუსია და პანელური დისკუსიის ფარგლებში, განვიხილეთ მიხეილ სააკაშვილის უკანონო პატიმრობის საკითხი, საქართველოში და დანიაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობა პოლიტიკაში საქართველოსა და დანიაში“, - განაცხადა იგორ ნარმანიამ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.