ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ყველაზე ძვირადღირებული ნაკრებია
გერმანული Transfermarkt-ის შეფასებით, ერთა ლიგის C დივიზიონის პლეი-ოფში ყველაზე ძვირადღირებული ნაკრები საქართველოს ჰყავს.
გთავაზობთ ჩამონათვალს:
საქართველო - 155.7 მლნ
საბერძნეთი - 148.5 მლნ
ლუქსემბურგი - 30.9 მლნ
ყაზახეთი - 21.48 მლნ
საქართველოს ნაკრების მხრიდან ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი, რა თქმა უნდა, ხვიჩა კვარაცხელიაა, რომლის საბაზრო ღირებულებაც 85 მილიონი ევრო გახლავთ.
რაც შეეხება ერთა ლიგის C დივიზიონს, 21 მარტს საქართველო ლუქსემბურგს დაუპირისპირდება, საბერძნეთი კი - ყაზახეთს, ფინალური მატჩი 26 მარტს შედგება. აქვე გეტყვით, რომ შვეიცარიაში გამართული წილისყრის თანახმად, გადამწყვეტ მატჩში მასპინძელი ჩვენი
ნაკრებისა და ლუქსემბურგს შორის გამარჯვებული იქნება.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.