ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველო ლუქსემბურგს უმასპინძლებს

შვეიცარიაში ჩატარებული UEFA-ს ერთა ლიგის პლეიოფის წილისყრის შედეგად დადასტურდა, რომ 21 მარტს საქართველოს ნაკრები ნახევარფინალში ლუქსემბურგის ნაკრებს უმასპინძლებს.
ამის გარდა, მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს საბერძნეთი და ყაზახეთი შეხვდებიან. მათ შორის გამარჯვებული საქართველოსა და ლუქსემბურგს შორის გამარჯვებულს ფინალში, 26 მარტს შეხვდება. 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე გამსვლელი ფინალური მატჩი საქართველო-ლუქსემბურგს შორის გამარჯვებულ ქვეყანაში ჩატარდება.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, ერთა ლიგის პლეიოფის ნახევარფინალურ მატჩში ნაკრების ფორვარდი ხვიჩა კვარაცხელია ვერ ითამაშებს. მიზეზი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურში მიღებული 3 ყვითელი ბარათია.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.