ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ერევანში საპროტესტო აქციის ასზე მეტი მონაწილე დააკავეს

სომხეთის დედაქალაქ ერევანში პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით გამართული საპროტესტო აქციის 100-ზე მეტი მონაწილე დააკავეს, - ინფორმაციას მედია სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ამ დროისთვის, პოლიციის განყოფილებაში 113 ადამიანია გადაყვანილი“, - აცხადებენ უწყებაში.
შეგახსენებთ, 9 მაისიდან, ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე, სომხეთის მთავრობის შენობასთან ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის, აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის და აზერბაიჯანისთვის გარკვეული სასაზღვრო ტერიტორიის გადაცემის პროცესის შეჩერების მოთხოვნით აქციები იმართება. საპროტესტო მოძრაობას სომეხთა სამოციქულო ეკლესიის ტავუშის ეპარქიის წინამძღვარი, მთავარეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი ხელმძღვანელობს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.