ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ენტონი ბლინკენმა და საუდის არაბეთის პრინცმა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის შემდგომი გავრცელების პრევენციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და საუდის არაბეთის პრინცმა, მოჰამედ ბინ სალმანმა ღაზაში ომის დასრულების შესახებ რეგიონული კოორდინაციის საკითხი და ომის შემდგომი პერიოდის ღაზის სექტორთან დაკავშირებული გეგმები განიხილეს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.
მისი თქმით, ერ-რიადიში გამართული შეხვედრის დროს ლიდერებმა ასევე ისაუბრეს ღაზის სექტორის ჰუმანიტარული საჭიროებების დაკმაყოფილებისა და კონფლიქტის შემდგომი გავრცელების პრევენციის მნიშვნელობაზე. მათ ხაზი გაუსვეს რეგიონში დაძაბულობის შემცირების, მათ შორის წითელ ზღვაში „ჰუსიტების“ თავდასხმების შეწყვეტის, გადაუდებელ აუცილებლობას.
შეგახსენებთ, ენტონი ბლინკენი საუდის არაბეთში გუშინ ჩავიდა. საუდის არაბეთის შემდეგ ენტონი ბლინკენი ეგვიპტეს, კატარს, ისრაელსა და დასავლეთ სანაპიროს ეწვევა. „ჰამასის“ მიერ ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებული 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ, ეს ახლო აღმოსავლეთში ბლინკენის მეხუთე ვიზიტია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.