ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ენტონი ბლინკენი საუდის არაბეთში ჩავიდა

ენტონი ბლინკენი საუდის არაბეთში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
Reuters-ის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რიადში საუდის არაბეთის პრინცს, მოჰამედ ბინ სალმანს და საგარეო საქმეთა მინისტრს, ფაიზალ ბინ ფარჰანს შეხვდება.
საუდის არაბეთის შემდეგ ენტონი ბლინკენი ეგვიპტეს, კატარს, ისრაელსა და დასავლეთ სანაპიროს ეწვევა.
ცნობისთვის, „ჰამასის“ მიერ ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებული 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ ეს ახლო აღმოსავლეთში ბლინკენის მეხუთე ვიზიტია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.