ენტონი ბლინკენი – მოსკოვში მომხდარმა თავდასხმამ შეგვახსენა, რომ ე.წ. ისლამური სახელმწიფო რეალურ საფრთხედ რჩება

მოსკოვში მომხდარმა თავდასხმამ შეგვახსენა, რომ ე.წ. ისლამური სახელმწიფო რეალურ საფრთხედ რჩება, – ამის შესახებ -ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
„ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, შეგვახსენეს, რომ ISIS-ი რეალურ საფრთხედ რჩება. მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში ჩვენ ამ საფრთხის წინააღმდეგ და მისი შემცირების მიზნით, დიდი შრომა გავწიეთ, რამდენიმე დღის წინ მოსკოვის მახლობლად განხორციელებულმა საზარელმა თავდასხმამ შეგვახსენა, რომ ISIS-ი პოტენციურ ძლიერ ძალად რჩება, რომელთანაც წინააღმდეგობის გაწევა უნდა გავაგრძელოთ“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
ენტონი ბლინკენმა ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ფუად ჰუსეინთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ იმისთვის, რათა დაჯგუფება ხელახლა არ აღდგეს, ყველაფერი უნდა გაკეთდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”