ენტონი ბლინკენი მოლდოვასა და ჩეხეთს ეწვევა

ენტონი ბლინკენი მოლდოვასა და ჩეხეთს ეწვევა, – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
„კიშინიოვში, მდივანი ბლინკენი მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება, რათა მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტუროს“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
ენტონი ბლინკენი პრაღაში ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, იან ლიპავსკის შეხვდება და თავდაცვის მოდერნიზაციის, ენერგეტიკული კავშირების გაღრმავებისა და უკრაინის მხარდაჭერის საკითხებს განიხილავს.
პრაღაში ყოფნისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, სადაც ვაშინგტონის სამიტის პრიორიტეტების განხილვა მოხდება.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ენტონი ბლინკენი კიშინიოვსა და პრაღას 28-31 მაისს ეწვევა.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო