ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბლინკენი მოლდოვასა და ჩეხეთს ეწვევა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 28-31 მაისს მოლდოვასა და ჩეხეთს ეწვევა. კიშინიოვში ბლინკენი მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსა და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება.
„კიშინიოვში, მდივანი ბლინკენი მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება, რათა მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტუროს,“ - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
პრაღაში ვიზიტისას კი ბლინკენი ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, იან ლიპავსკის შეხვდება და თავდაცვის მოდერნიზაციის, ენერგეტიკული კავშირების გაღრმავებისა და უკრაინის მხარდაჭერის საკითხებს განიხილავს.
პრაღაში ყოფნისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაშიც მიიღებს მონაწილეობას, სადაც ვაშინგტონის სამიტის პრიორიტეტების განხილვაა დაგეგმილი.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.