ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ენტონი ბლინკენი მზადაა, ჰააგის სასამართლოს წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხზე კონგრესთან იმუშაოს

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მზადაა, იმუშაოს კონგრესთან, რათა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლების წინააღმდეგ სანქციები დააწესოს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
სენატის ასიგნებების ქვეკომიტეტის მოსმენაზე „რესპუბლიკელმა“ ლინდსი გრეჰემმა ბლინკენს განუცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა სანქციები უნდა დაუწესოს სასამართლოს პროკურორ კარიმ ხანის გადაწყვეტილების საპასუხოდ, რომელმაც ისრაელის პრემიერ-მინისტრისა და თავდაცვის მინისტრის დაპატიმრების ორდერი მოითხოვა.
„მსურს მოქმედება და არა მხოლოდ სიტყვები. დაუჭერთ თუ არა მხარს ორპარტიულ მცდელობას, დასანქცირდეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო?“ - მიმართა გრეჰემმა ენტონი ბლინკენს."მივესალმები თქვენთან მუშაობას ამაზე", -უპასუხა კონგრესმენს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
შეგახსენებთ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანმა განაცხადა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრის, თავდაცვის მინისტრის და „ჰამასის“ სამი ლიდერის დაპატიმრების ორდერი მოითხოვა. მისი განმარტებით, აქვს გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ აღნიშნულ პირებს სავარაუდო ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრებათ. აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ისრაელის მაღალჩინოსნების დაპატიმრების ორდერების მოთხოვნის შესახებ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის განცხადება აღმაშფოთებელია და რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ტოლობის ნიშნის დასმა არ შეიძლება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.