დაასამარა ამერიკამ დემოკრატია – ჰააგის სასამართლოს სანქციებს დავადებო

დაასამარა ამერიკამ დემოკრატია – ჰააგის სასამართლოს სანქციებს დავადებო
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე ენტონი ბლინკენის მიერ ჰააგის სასამართლოს მოსამართლეების სანქცირების დაანონსებას ეხმიანება. ჩიბურდანიძე განმარტავს, რომ -ის სახელმწიფო მდივნის მიერ, ჰააგის სასამართლოს მოსამართლეების სანქცირება დემოკრატიაზე შტურმია.
„დღევანდელი პოლიტიკის შემყურე, არა მარტო ქართველები ამბობენ- თურმე რამხელა თამაში ყოფილა, როგორი ბინძური, სად არის დემოკრატია? დაასამარა ამერიკამ დემოკრატია – ჰააგის სასამართლოს სანქციებს დავადებო. ჰააგის სასამართლო, რომელსაც უწერია, რომ ეს არის გაეროს მართლმსაჯულების უმაღლესი ორგანო. შეიძლება სასამართლო დაასანქციროს? თან მართლმსაჯულების უმაღლესი ორგანო? სანქცირებაში, რაც დღეს დაგვიანონსა -ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, წერია, რომ გვიწუნებენ დემოკრატიას.
თურმე, საქართველოს ხელისუფლებამ გადაუხვია დემოკრატიიდან. ეს ქვეყანა [აშშ], იგივე , აცხადებს, რომ თურმე ჰააგის სასამართლოს დაასანქცირებს. ამაზე დიდი შტურმი დემოკრატიაზე ვინმეს უნახავს მთელს მსოფლიოში? რაც სიტყვა დემოკრატია არსებობს, არ ყოფილა ამაზე დიდი პიკი, ჰააგის სასამართლოზე გაბედა პიროვნებამ და ამერიკის დღევანდელმა ხელმძღვანელობამ, უნდა დავასანქციროთ, თუკი რამეს გადაწყვეტსო. აღარ არის უკვე ლაპარაკი საქართველოზე. სრული აბსურდია მსოფლიოში. მახსენდება არისტოტელეს სიტყვები „ადამიანები სათამაშოები არიან პოლიტიკოსების ხელში“. სწორედ დღევანდელი დღე მახსენდება ამ პოლიტიკოსების თამაშით. როგორ ათამაშებენ ადამიანებს, როგორც თოჯინებს.“-აღნიშნა ჩიბურდანიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩიხელიძე: ახალგაზრდებთან შეხვედრებში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ცოტნე ივანიშვილის ჩართულობას. ის ახალგაზრდებთან დიალოგს არა ფორმალურად, არამედ აქტიური კომუნიკაციის ფორმატში წარმართავს, რაც ახალგაზრდებში მეტ მოტივაციასა და ჩართულობას აჩენს

ნიკოლოზ მეტრეველი: მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო ცოტნე ივანიშვილის იმ აქტივობებს, რომლებიც ახალგაზრდებთან ღია დიალოგს, მათ ჩართულობასა და მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი საკითხების განხილვას ემსახურება

ცოტნე ივანიშვილი: ქართველებს გამორჩეულად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, გამორჩეულად ვართ მიჯაჭვული ჩვენს ტრადიციებზე. მჯერა, მივაღწევთ იმას, რომ საქართველო იყოს მკაფიოდ წელში გამართული და არ არსებობდეს ქვეყნიდან წასვლის სურვილი