ენტონი ბლინკენი ისრაელს ეწვევა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელს 4 თებერვალს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-ი ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ბლინკენის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია ისრაელის მედიაში კვირის დასაწყისში გავრცელდა, თუმცა მხოლოდ ახლა მოხდა აშშ-ის მხრიდან მისი დადასტურება.
წყაროს ინფორმაციით, ბლინკენის ვიზიტი ფოკუსირებული იქნება ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებაზე, ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების გაფართოებასა და პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუზე აშშ-ის მხრიდან დამატებით ზეწოლაზე ომის შემდეგ ღაზას მმართველობის თემასთან დაკავშირებით.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.