ენტონი ბლინკენი ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ ბრიტანელ და გერმანელ კოლეგებს ესაუბრა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ბრიტანელ და გერმანელ კოლეგებთან ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმა განიხილა, - ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
„მხარეები შეთანხმდნენ ირანის თავდასხმის მაქსიმალურად მკაცრად დაგმობის და შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილების მნიშვნელობაზე", - ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე, ენტონი ბლინკენმა სატელეფონო საუბრები გამართა კოლეგებთან თურქეთიდან, ეგვიპტიდან, იორდანიიდან და საუდის არაბეთიდან, რომლის დროსაც მან ხაზი გაუსვა ახლო აღმოსავლეთში ესკალაციის თავიდან აცილების მნიშვნელობას და "კოორდინირებული დიპლომატიური რეაგირების" მნიშვნელობას.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.