ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პენტაგონი - ლოიდ ოსტინმა და იოავ გალანტმა ირანის მიერ ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებული უპრეცედენტო თავდასხმის შედეგები განიხილეს

აშშ-სა და ისრაელის თავდაცვის მინისტრებმა, ლოიდ ოსტინმა და იოავ გალანტმა სატელეფონო საუბრის დროს ირანის მიერ ისრაელის წინააღმდეგ 13 აპრილს განხორციელებული უპრეცედენტო თავდასხმის შედეგები განიხილეს, რომელიც აშშ-მა, ისრაელმა და პარტნიორმა ძალებმა ერთობლივი თავდაცვითი ოპერაციის შედეგად აღკვეთეს, - ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს.
აშშ-ის თავდაცვის უწყების ცნობით, ლოიდ ოსტინმა გაიმეორა, რომ შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს ისრაელის თავდაცვას და კიდევ ერთხელ დაადასტურა რეგიონული სტაბილურობის სტრატეგიული მიზანი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.