არქივი5 იანვარი, 2024, 18:53
ენტონი ბლინკენი თურქეთში ჩავიდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თურქეთში ჩავიდა. ინფორმაციას CNN ავრცელებს და წერს, რომ ეს ვიზიტი ბლინკენის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში შედგა - სწორედ თურქეთიდან დაიწყო მან აღნიშნული ტურნე.
გამოცემის ცნობით, სახელმწიფო მდივანი სტამბოლში შეხვედრებს შაბათს, 6 იანვარს გამართავს. მოსალოდნელია, რომ შეხვედრა მასსა და თურქეთის პრეზიდენტს შორისაც შედგება.
თურქეთის შემდეგ კი ბლინკენი იორდანიას, კატარს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, საუდის არაბეთს, ისრაელს, დასავლეთ სანაპიროს, ეგვიპტესა და საბერძნეთს ეწვევა.
არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.