ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ჩვენ ერთად ვდგავართ უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე" - ენტონი ბლინკენი საბერძნეთში ჩავიდა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტი ახლო აღმოსავლეთში გრძელდება. ისრაელ-"ჰამასის" ომის დაწყების შემდეგ, ეს ენტონი ბლინკენის რიგით მეოთხე ვიზიტია. მედიის ცნობით, ვიზიტი მიზნად ისახავს დაძაბულობის განმუხტვას ისრაელსა და "ჰამასს" შორის.
ვიზიტის ფარგლებში ენტონი ბლინკენი კუნძულ კრეტაზე ჩავიდა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. მან ხაზი გაუსვა საბერძნეთის მტკიცე ალიანსის მნიშვნელობას ვაშინგტონთან.
"ჩვენ ერთად ვდგავართ უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე. აქ იგულისხმება უკრაინის მხარდაჭერა, ხმელთაშუა ზღვაში მშვიდობა და სტაბილურობა, ასევე მდგომარეობა ახლო აღმოსავლეთში. ამ საკითხების გადაწყვეტას დიდი ძალისხმევა ჭირდება. თქვენი ხმა, თქვენი შეხედულებები, თქვენი რჩევა, თქვენი პარტნიორობა, ბევრს ნიშნავს შეერთებული შტატებისთვის," - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.
საბერძნეთის პრემიერმა კი თქვა, რომ ორ ქვეყანას შეუძლია პრობლემურ რეგიონში უსაფრთხოების დასაცავად ერთად იმუშაოს.
"ჩვენს ორმხრივ ურთიერთობაში საუკეთესო პერიოდია. რთულია ვითარება რეგიონისთვის. ამიტომ, მნიშვნელოვანია, მოკავშირეებთან ერთად, ვიმოქმედოთ რეგიონში სტაბილურობის შესანარჩუნებლად," - განაცხადა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.