ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ენმ-ის საკრებულოს დეპუტატი ირაკლი ეძგვერაძე დააკავეს

ენმ-ის საკრებულოს დეპუტატი ირაკლი ეძგვერაძე დააკავეს

გლდანში, პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოს დეპუტატი ირაკლი ეძგვერაძე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა. პარტიაში აცხადებენ, რომ დეპუტატს პოლიციელი თავს დაესხა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით კი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, კერძოდ საგამოძიებო მოქმედებას ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, რა დროსაც, მათი მტკიცებით, მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა ირაკლი ეძგვერაძემ. შსს-ში ამობენ, რომ დეპუტატს არანაირი შეხება არ ქონდა საგამოძიებო მოქმედებასთან.
ირაკლი ეძგვერაძე დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად.
განახლებადი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.