ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გლდანში საკრებულოს დეპუტატი, ირაკლი ეძგვერაძე დააკავეს – ასევე დაკავებულია ირაკლი ნადირაძე

გლდანში საკრებულოს დეპუტატი, ირაკლი ეძგვერაძე დააკავეს – ასევე დაკავებულია ირაკლი ნადირაძე

გლდანში, საკრებულოს დეპუტატი ირაკლი ეძგვერაძე („ნაციონალური მოძრაობა“) დააკავეს.
აქამდე, ვრცელდებოდა ცნობები, რომ მის საცხოვრებელთან სახლთან იყო მობილიზებული პოლიცია. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი კი წერდა, რომ პოლიციას დეპუტატი „ტყვედ ჰყავდა“ აყვანილი.
შს სამინისტროს განცხადებით, ეძგვერაძის სახლის მიმდებარედ მიმდინარეობდა გამოძიება ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით. თავად დეპუტატი, უწყების განცხადებით, პოლიციას ხელს უშლიდა, რაც გახდა მისი დაკავების მიზეზი.
ეძგვერაძეს ედავებიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას. ამავე ბრალდებით დაკავებულია „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი წევრი, ირაკლი ნადირაძე.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.