ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ენერგეტიკულ ბირჟაზე დღით ადრე ბაზარზე ვაჭრობა მხოლოდ მას შემდეგ გააქტიურდება, რაც ქვეყანა გადავა საათობრივ ანგარიშსწორებაზე ან გაჩნდება უბალანსობაზე პასუხისმგებლობის ვალდებულება“

ენერგეტიკულ ბირჟაზე დღით ადრე ბაზარზე ვაჭრობა მხოლოდ მას შემდეგ გააქტიურდება, რაც ქვეყანა გადავა საათობრივ ანგარიშსწორებაზე ან გაჩნდება უბალანსობაზე პასუხისმგებლობის ვალდებულება, - ამის შესახებ ინფორმაციას Galt & Taggart-ი ავრცელებს.
მათივე ცნობით, დღით ადრე ბაზარზე უმნიშვნელო მოცულობის ელექტროენერგია ივაჭრება.
„ენერგეტიკული ბირჟა გაიხსნა 2024 წლის 1 ივლისს და მასზე 21 რეგისტრირებული მომხმარებელია. ბირჟის გახსნის შემდეგ მხოლოდ 36.3 გვტ.სთ, ანუ ამ პერიოდში მთლიანი მიწოდების მხოლოდ 0.1% გაიყიდა ენერგეტიკული ბირჟის პლატფორმით. ეს მოცულობა არაა საკმარისი ფასზე და მიწოდების ტენდენციებზე კვალიფიციური დასკვნების გასაკეთებლად.
ჩვენი აზრით, დღით ადრე ბაზარზე ვაჭრობა მხოლოდ მას შემდეგ გააქტიურდება, რაც ქვეყანა გადავა საათობრივ ანგარიშსწორებაზე ან გაჩნდება უბალანსობაზე პასუხისმგებლობის ვალდებულება. ეს ცვლილებები დაგეგმილია 2025 წლის ივლისისთვის, თუმცა ამის განხორციელების ალაბათობა დაბალია“, - წერია საქართველოს ენერგეტიკის პირველი კვარტლის მიმოხილვაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.