გიგი წერეთელი – ჩვენი ამოცანაა, ცვლილებების შემდეგ ქვეყანა ევროინტეგრაციის გზას სწრაფად დაუბრუნდეს, ამისთვის უნდა ვემზადებოდეთ

დღეს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, ჩვენი საერთაშორისო ურთიერთობებია – სად დგას საქართველო? რა ვითარებაში ვიმყოფებით? – განსაკუთრებით, „MEGOBARI აქტის“ მიღების შემდეგ , – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგი წერეთელმა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
წერეთლის განმარტებით, მათი ამოცანაა, რომ „ცვლილებების შემდეგ ქვეყანა სწრაფად ევროინტეგრაციის გზას დაუბრუნდეს”.
„საკოორდინაციო ფორმატის ფარგლებში ჩვენ ყოველთვის სხვადასხვა მიმართულების ექსპერტებს ვხვდებით და ამ შემთხვევაში, დღეს გამოცდილ დიპლომატებთან გვქონდა საუბარი. დღეს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, ჩვენი საერთაშორისო ურთიერთობებია – სად დგას საქართველო? რა ვითარებაში ვიმყოფებით? – განსაკუთრებით, „MEGOBARI აქტის“ მიღების შემდეგ…
ჩვენ მზად უნდა ვიყოთ შესაბამისი ნაბიჯებისთვის, რადგან საქართველომ საბოლოოდ ის ურთიერთობები არ დაკარგოს, რაც -სთან აქვს. ბუნებრივია, ჩვენი ამოცანაა, რომ ცვლილებების შემდეგ ქვეყანა სწრაფად ევროინტეგრაციის გზას დაუბრუნდეს, ამისთვის უნდა ვემზადებოდეთ.
„MEGOBARI აქტშიც” და ბევრ სხვა დოკუმენტში (ეს იქნება რეზოლუციები თუ სხვა) ძალიან მკაფიოდ აღნიშნულია, რომ ხელისუფლება ყველა მოქმედებაზე პასუხისმგებელია. ეს ვიზებთან დაკავშირებული საკითხი იქნება, თუ ამერიკასთან ურთიერთობის გაფუჭება. ეს ბუნებრივია, რადგან მათ ხელში ბერკეტები აქვთ და ყველა გადაწყვეტილება, რაც ქვეყანას აზარალებს, სწორედ მათი შემოქმედებაა”, – განაცხადა წერეთელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად