ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ემიგრანტებმა გერმანიაში “ოცნების” მხარდამჭერი “ურსას” კონცერტი ჩავშალეთ”– “ერთობა”

“ემიგრანტებმა გერმანიაში “ოცნების” მხარდამჭერი “ურსას” კონცერტი ჩავშალეთ”– “ერთობა”

“მთავარი არხი”, ემიგრანტების ორგანიზაცია “ერთობა”–ზე დაყრდნობით, წერს, რომ ქართველმა ემიგრანტებმა გერმანიაში ქართული ოცნების მხარდამჭერი ჯგუფის, ურსას კონცერტი ჩაშალეს:

“გერმანიის ქ. ნიდერკასელში დაგეგმილი ჯგუფ „ურსას“ კონცერტი, რომელშიც ქვეყნის მოქმედი ხელისუფლების მხარდამჭერი მუსიკოსები მონაწილეობდნენ, ქართველი ემიგრანტების გაძლიერებული პროტესტის გამო ჩაიშალა. ემიგრანტებმა ორგანიზატორებს ღონისძიების ჩატარებაში ხელი შეუშალეს, რის შედეგადაც კონცერტი საბოლოოდ გაუქმდა.

მათი განცხადების თანახმად, აღნიშნული პრეცედენტი, საფუძვლად დაედება ემიგრანტთა მიერ ღირსების, საარჩევნო და სხვა კანონიერი უფლებების დაცვას საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებსა და ქართულ დიასპორებში” – წერს ემიგრანტების ორგანიზაცია “ერთობა” სოციალურ ქსელში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.